"სიხარბე, რომელიც ქვეყანას ღუპავს, ამავდროულად მხსნელი აღმოჩნდა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე რუსეთის მოქალაქეებზე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში შემოსული რუსების ნაწილი საცხოვრებლად აღარ დარჩა, რადგან თურქეთში და სხვა ქვეყნებში ქირაც და უძრავი ქონების შეძენის ფასი უფრო დაბალია.
"მეგობარი მეუბნება, მაკლერმა მითხრა, თავიდან რომ უზარმაზარი ნაკადი მოაწყდა რუსების, ახლა საკმაო ნაწილი ქვეყნიდან გავიდა, საცხოვრებლად აღარ დარჩნენ, რადგან თურქეთში და სხვა ქვეყნებში ქირაც და უძრავი ქონების შეძენის ფასიც ბევრად იაფიაო. ხოდა იმ ოპერიდანაა ეს, ერთმნიშვნელოვნად ცუდი რომ არაფერია. სიხარბე, რომელიც ქვეყანას ღუპავს, ამავდროულად მხსნელი აღმოჩნდა. კიდევ ბევრი რუსია აქ და არ მოფომფლოვდეთ ქართველებო, მადა არ დაკარგოთ", - წერს ფსიქოლოგი.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის გამოც რუსებიც დიდი ნაწილი საქართველოში შემოვიდა.