ივანიშვილმა ქონება მოსკოველ ოლიგარქს გადაუფორმა - რამდენი მილიონი მიიღო ექსპრემიერმა?
მტირალა კლდეზე, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციისა და ახლა უკვე ცერემონიების სასახლის გვერდით, რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის ისტორიული სახლი, "ქართული ოცნბის" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოსკოველ ოლიგარქს მიჰყიდა. ექსკლუზიურ ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ივანიშვილმა სამსართულიან სახლი, რომელიც მის ხელში 2006 აღმოჩნდა, რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის პარტნიორს, თეიმურაზ მარდახიაშვილს მიჰყიდა.
მარდახიაშვილსა და აბრამოვიჩს ტინის მოსკოვში დიდი სამშენებლო ბიზნესი აკავშირებთ - ერთად ფლობდნენ კომპანიას - "სნეგირი დეველოპმენტ’’-ის 60%-ს ალექსანდრე ჩიგირინსკის ეკუთვნოდა, 18% აბრამოვიჩს, ხოლო 13%-ს თეიმურაზ მარდახიაშვილი ფლობენ.
თაბუკაშვილების სახლი 17 წელია ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდის" სახელზე გაფორმებული. "ქართუ ფონდს" აქამადე აქტივები არ გაუყიდია, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილმა ქონება გაასხვისა.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც, ადასტურებს, რომ ივანიშვილმა რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის პარტნიორს თაბუკაშვილების სახლი სახლი, მტირალა კლდეზე 2023 წლის 7 მარტს მიჰყიდა. საბუთებში წერია, რომ ამის სანაცვლოდ "ქართუ ფონდმა", 1 590 000 ამერიკული დოლარი მიიღო.
ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად 6 მილიარდის პატრონია, მილიონ ნახევრად გაყიდული სახლი კი მისთვის გროშებია. ამიტომ ჩნდება კითხვა, რის სანაცვლოდ დათმო სახლი დიდი ისტორიით, ოლიგარქმა, რომელსაც 17 წელი ინახავდა.