9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა.
998 წლის 18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ ლიხნში შეკრებილმა აფხაზთა მრავალრიცხოვანმა მიტინგმა საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფის საკითხი დააყენა. ლიხნის ანტიქართული გამოხდომა დაგმო აფხაზეთის ქართველმა მოსახლეობამ. თბილისში, ინტელიგენციის წარმომადგენელთა შეკრებამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოითხოვა, მაგრამ რეაგირება იგვიანებდა. 1998 წლის 4 აპრილს დედაქალაქში მღელვარე მანიფესტაცია დაიწყო.
1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
დარბევისას გამოიყენეს მომწამლავი ქიმიური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღები. რუსული ტანკების აგრესიას აქციის ათასობით მონაწილე შიშველი ხელებით დახვდა.
9 აპრილის ტრაგედიის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 16 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი.
9 აპრილსდაიღუპნენ:
აზა ადამია - 22 წლის;
თამუნა დოლიძე - 28 წლის;
მზია ჯინჭარაძე - 43 წლის;
გია ქარსელაძე - 25 წლის;
თამუნა ჭოველიძე - 16 წლის;
ნათია ბაშალეიშვილი - 16 წლის;
ეკა ბეჟანიშვილი - 16 წლის;
თინა ენუქიძე - 70 წლის;
ნანა სამარგულიანი - 30 წლის;
ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის;
მამუკა ნოზაძე - 22 წლის;
ნატო გიორგაძე - 23 წლის;
ვენერა მეტრეველი;
მანანა ლოლაძე - 33 წლის;
ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის;
ზაირა კიკვიძე - 61 წლის;
მანანა მელქაძე - 23 წლის;
ნინო თოიძე - 25 წლის;
თამარ მამულაშვილი - 50 წლის;
მარინე ჭყონია - 25 წლის;
შალვა ქვასროლიაშვილი.