თეგებით ძიება

"ვერ­ცხლის­წყა­ლი­ვით გოგო იყო..." - ფეხმძიმე გოგოს გმირობა

 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყო 24 წლის ელი­სო ჭი­პაშ­ვი­ლი, რომელიც მაშინ 6 თვის ფეხმძიმედ იყო.

9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ას და ელი­სოს, მისი ძმა, ვახ­ტანგ ჭი­პაშ­ვი­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე იხ­სე­ნებს:

"ჩემ­ზე ხუთი წლით უმ­ცრო­სი იყო. ვერ­ცხლის­წყა­ლი­ვით გოგო, ვე­რაფ­რით გა­ა­ჩე­რებ­დი. ბავ­შვო­ბა­შიც ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო, მე კი პი­რი­ქით - წყნა­რი და მორ­ჩი­ლი. იმ ღა­მით ერ­თად არ ვყო­ფილ­ვართ. ჩემი მე­გო­ბა­რი - გოგი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი მეხ­ვე­წე­ბო­და, რუს­თა­ველ­ზე წა­ვი­დეთ, იქ ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რიო, მაგ­რამ არ წავ­ყე­ვი. ეს ბე­დის­წე­რა იყო. შე­იძ­ლე­ბა, იმ­დენ ხალ­ხში ვერც მე­ნა­ხა, მაგ­რამ... ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, მე­ნა­ხა და გა­და­მერ­ჩი­ნა?!"

- ელი­სო მა­შინ 6 თვის ფეხ­მძი­მე იყო. რო­გორ ძლებ­და მი­ტინ­გებ­ზე?

- რო­გორ ძლებ­და კი არა, ისე­თი ენერ­გი­უ­ლი იყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ფეხ­მძი­მედ რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, იმ სა­ში­ნე­ლე­ბა­საც და­აღ­წევ­და თავს. მი­ტინ­გებ­ზე სი­ა­რულს ვერ და­ვუშ­ლი­დი, რად­გან გა­თხო­ვი­ლი იყო და თა­ვი­სი საქ­მის თვი­თონ იცო­და. თუმ­ცა ერთხელ, რუს­თა­ველ­ზე რომ შემ­ხვდა, ვუ­თხა­რი: აქ რა გინ­და? შინ წადი და თავს მი­ხე­დე-მეთ­ქი... თუმ­ცა, მა­შინ ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, შინ რა გა­ა­ჩე­რებ­და?!

- ელი­სოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი ვინ შე­გა­ტყო­ბი­ნათ?

- ეს 9 აპ­რი­ლის დი­ლას გა­ვი­გე. შინ და­მი­რე­კეს - მგო­ნი, მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევ­სო. იქა­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლე­ბის ლა­პა­რაკს მოვ­კა­რი ყური, ელი­სოს სა­ხე­ლი და გვა­რი ახ­სე­ნეს. მივ­ვარ­დი - რა მოხ­და-მეთ­ქი? წამ­ში შე­მო­მე­ფანტნენ. მა­შინ კი ვი­ეჭ­ვე, რა­ღაც უბე­დუ­რე­ბაა ჩვენს თავს-მეთ­ქი. ამა­სო­ბა­ში, ჩემი მე­გობ­რე­ბიც მოც­ვივ­დნენ. ამის შემ­დეგ ახა­ლი სა­ტან­ჯვე­ლი და­ი­წყო - გვამს ვერ ვპო­უ­ლობ­დით. რეს­პუბ­ლი­კუ­რის მორ­გში არ აღ­მოჩ­ნდა... გაგ­ვიშ­ვეს "არა­მი­ანცში". იქამ­დე ძლივს მი­ვაღ­წი­ეთ: ქუ­ჩე­ბი, ხი­დე­ბი, უბ­ნე­ბი რუ­სე­ბის ტან­კე­ბით იყო სავ­სე და ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი გვა­ჩე­რებ­დნენ. ამის მოთ­მე­ნა არ გინ­დო­და?!

ერ­თმა გა­მა­ჩე­რა და მარ­თვის მოწ­მო­ბა და ტექპას­პორ­ტი მომ­თხო­ვა. მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნით დავ­დი­ო­დი და მინ­დო­ბი­ლო­ბა მქონ­და. ჯა­რის­კა­ცი მე­უბ­ნე­ბა, - თქვენს მინ­დო­ბი­ლო­ბას ვადა გა­უ­ვი­დაო. კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი. მერე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა უთხრა: ასეთ საქ­მე­ზე დავ­დი­ვართ, რა დროს მინ­დო­ბი­ლო­ბა­აო?! სხვა­თა შო­რის, იო­ლად გაგ­ვიშ­ვა. ბო­ლოს და ბო­ლოს, გვამს "არა­მი­ან­ცის" მორ­გში მი­ვაკ­ვლი­ეთ...

წყარო: kvirispalitra.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა