„დღეს ბზობაა. ადამიანებისთვის მანძილის შეხსენების დღე...“ - გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„დღეს ბზობაა. ადამიანებისთვის მანძილის შეხსენების დღე. მანძილის სიმოკლის - პალმის რტოების დაფენიდან ვიდრე ჯვარზე გაკვრამდე.
თუმცა, თუ მართალი ხარ, მეორე გზა უფრო მოკლეა - ჯვარზე გაკვრიდან - აღდგომამდე“, - წერს კეკელიძე.