თეგებით ძიება

„შეცდომების გარეშე პიროვნული ზრდა ჯერ არავის მოუხერხებია“ - ცნობილი ფსიქოლოგების სამოტივაციო ფრაზები

უამრავი პრობლემისა და გამოწვევის ფონზე, ცხოვრება ძალიან რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია და თუ მოვინდომებთ, შეიძლება ჩვენ ირგვლივ ყველაფერი იდეალურად იყოს.

დღეს შევაგროვეთ ცნობილი ფსიქოლოგების, ფილოსოფოსების ციტატები, რომლებიც სიმშვიდეს მოგანიჭებთ და კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ზოგჯერ ყველაფერი არც ისე რთულადაა, როგორც გვეჩვენება:

"ცხოვრების მთავარი საშიშროება ისაა, რომ წინასწარ ძალიან ბევრ არასაჭირო ზომას ვიღებთ." - ალფრედ ადლერი

"ზოგჯერ ბედი ისეთ სიტუაციაში აღმოგვაჩენს, როდესაც სწორი საქმის გაკეთება შეცდომების დაშვებას ნიშნავს." - ირვინ იალომი

"ნამდვილი სიხარული მაშინ მოდის ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, ვიღაც გვიყვარს და იმედი გვაქვს." - ვიქტორ ფრანკლი

"თუ ჩემი ეშმაკები მიმატოვებენ, მაშინ მეშინია, რომ ჩემი ანგელოზებიც ყველა მიმართულებით გაიფანტებიან." - როლო მაი

"ზოგადად, ცხოვრების მნიშვნელობის განსაზღვრა შეუძლებელია, ის ადამიანიდან ადამიანამდე და მომენტიდან მომენტამდე განსხვავდება." - ვიქტორ ფრანკლი

"ადამიანი მეხსიერებით დაავადებული ცნობისმოყვარე არსებაა." - როლო მაი

"მარტივია, თუ გსურთ საკუთარი თავით იამაყოთ, გააკეთეთ ის, რაც სიამაყის გრძნობას მოგიტანთ." - ირვინ იალომი

"დეპრესია შავებში ჩაცმული ქალბატონს ჰგავს. თუ ის მოვა, ნუ განდევნით, არამედ მოიწვიეთ სუფრასთან სტუმრად და მოუსმინეთ, რის თქმას აპირებს." - კარლ გუსტავ იუნგი

"ეგოიზმი საკუთარი თავის სიყვარულის ნაკლებობის სიმპტომია. ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს, ყოველთვის საკუთარ თავზე ღელავს." - ერიხ ფრომი

"წარმატების, ისევე როგორც ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია. ის მოგვიანებით მოდის, როგორც საკუთარ თავზე აღმატებული საქმისადმი ერთგულების დაუგეგმავი შედეგი." ვიქტორ ფრანკლი

"რაც მახსოვს, ყოველთვის მინდოდა "მართალი" ვყოფილიყავი. უბედურება ის არის, რომ "სწორის" განმარტებები მუდმივად იცვლება. ერთადერთი, რაც იგივე რჩება, არის ის, რომ "სწორი" ადამიანები ძირეულად განსხვავდებიან ჩემგან." - ჯეიმს ბუგენტალი

"შეცდომების გარეშე პიროვნული ზრდა ჯერ არავის მოუხერხებია." - ალფრედ ადლერი

"ბედის ირონიით, ისევე როგორც შიში იწვევს ზუსტად იმას, რისიც ეშინიათ, ასევე, გაზრდილი განზრახვა ხელს უშლის ადამიანს, მიაღწიოს იმას, რაც მას სურს." - ვიქტორ ფრანკლი.

წყარო: „ბომონდი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა