თეგებით ძიება

გლდანში, შავოსანი ქალი დადის და მოსახლეობას აშინებს - რას ჰყვებიან ადგილობრივები?

გავრცელებული ინფორმაციით, გრძელ, შავ ანაფორაში ჩაცმული ქალი ბოლო რამდენიმე კვირაა გლდანის მოსახლეობას აშინებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მოსახლეობა ცდილობს, დღის არცერთ მონაკვეთში ბავშვები ქუჩაში მარტო აღარ გაუშვან.

2 დღის წინ ქალი ახალგაზრდა ქალს დაესხა თავს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები საბავშვო ბაღში მიჰყავდა. მან ბავშვების დედას შეურაცხყოფა მიაყენა და მის მცირეწლოვან შვილებზე ფსიქოლოგიურად იძალდა.

შავოსანი ქალი გლდანის მე-6 მიკროში ცხოვრობს და ხშირად იმ პარკში იმყოფება, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი თამაშობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის შვილმკვდარი დედაა.

დაზრალებულებმა უკვე მიმართეს პოლიციას და თავდამსხმელის ფიზიკური მონაცემებიც აღუწერეს. ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება თავდამსხმელის ფოტოებიც.

დაზარალებულების თქმით, ქალი, ძირითადად, მაშინ ხდება აგრესიული, როცა ქუჩაში ორსულებს და ბავშვებს ხედავს.

ფაქტს სოციალურ ქსელში გლდანის გამგებელი კოტე ზარნაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარის საქმის კურსშია და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა