თეგებით ძიება

პრეზიდენტმა 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო, ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულის ამაღლებისთვის ნანა მახარაძე ღირსების მედლით დაჯილდოვდა.

„ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ იმიტომ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, სადაც იყო თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. დიდი მადლობა და ყოველთვის ვიქნები ჩვენი ქვეყნის სამსახურში“ - განაცხადა ნანა მახარაძემ დაჯილდოებისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა