„ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა თეატრს“ - მარჯანიშვილის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მსახიობი, ალექსი გეწაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
„1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საინტერესო იყო მის მიერ განსახიერებული როლები, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა იშვიათი ხმის ტემბრი. ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა თეატრს“, - წერია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.