თეგებით ძიება

ვაკის პარკის მემორიალი უნდა გადაკეთდეს - პრეზიდენტი ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ვაკის პარკში მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა გადაკეთდეს.

,,მინდა, გაგიზიაროთ ერთი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. მე ვფიქრობ და ამის შესახებ რამოდენიმე წელია მივწერე თბილისის მერს და სხვებს, ვაკის პარკში ის მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, რომ მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი ბრძოლები და ყველა ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იყვნენ გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ეს იქნება ძალიან დიდი ნიშანი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა