თეგებით ძიება
09. 04. 2023 მსოფლიო

ჯონ კენედის ძმისშვილი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ჯონ კენედის ძმისშვილი, რობერტ კენედი უმცროსი 2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

69 წლის დემოკრატმა პოლიტიკოსმა არჩევნებში მონაწილეობაზე  ოფიციალური განაცხადი უკვე შეიტანა.

რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი (Robert F. Kennedy Jr) აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორის  და პრეზიდენტობის კანდიდატის, რობერტ ფ. კენედის შვილია, რომელიც 1968 წელს ლოს ანჯელესში მოკლეს.

რობერტ კენედი უმცროსი ანტივაქსერული საჯარო განცხადებებით გამოირჩევა, რის გამოც ინსტაგრამმა მას პირადი გვერდიც კი დაუხურა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა