თეგებით ძიება

არავის ვურჩევ ჩვენთან თამაშს, შეგვიძლია ყველას თავისი ადგილი მივუჩინოთ - მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ ეკლესიას საკმაოდ დიდი ძალა აქვს და არავის ურჩევს მასთან თამაშს.

„დღეს რა არის, ვიღაცების წინაშე რომ ვკეკლუცობთ? ზოგს რუსზე უნდა ჩაგვაბაროს, ზოგს ევროპაზე, ზოგს იმაზე, ზოგს იმაზე, რა! როგორ ვადებინებთ ვიღაცას, რომ მენტორულად გველაპარაკოს. მითხარით, რომელია დღეს ისეთი ერი მსოფლიოში იმის უფლებას ვაძლევდეთ? წესიერად რომელი ცხოვრობს? სად არ არის არეული სიტუაცია, მითხარით. იმის მაგივრად, რომ ყველა ერთად ვცდილობდეთ, მთელი მსოფლიო რომ ამ ჭირისგან გამოვიდეთ, შეიძლება საქართველო ვიღაცას დავუმონოთ? არავის დაავიწყდეს,რომ ჩვენ ღვთის ერი ვართ და ღმერთს ისე ვუყვარდით ჩვენი თავი ღვთისმშობელს ჩააბარა. ალბათ, ასევე სხვებიც ფიქრობენ, რომ ღვთის ერები არიან და თითოეული ისე მოვიქცეთ, როგორც ღვთის ერს შეეფერება.

ჩვენი ეკლესია ყოველთვის იქ იქნება, სადაც ქართველი ხალხია, სადაც ღმერთს და ქართველ ხალხს სჭირდება. საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს, იცოდნენ. ჩვენ ერთობას ვერ დაარღვევენ და არავის ვურჩევ ჩვენთან თამაშს. ეს ჩვენებს ეხება, გარე ხალხს არ ველაპარაკები,ჩვენთან ვეუბნები აბსოლუტურად ყველას, ვინც ეკლესიის წინააღმდეგაა, ვითომ პატრიოტები და ვითომ ქართველები რომ არიან. ჩვენ შეგვიძლია ყველას თავისი ადგილი მივუჩინოთ იმიტომ, რომ პილატეს პილატე უნდა დაერქვას, იუდას იუდა და ბარაბებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა