თეგებით ძიება

„9 აპრილმა შეცვალა ყველა ქართველი, მთელი ქვეყანა, მთელი სამყარო…“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში 9 აპრილის ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ ამ თარიღმა მთელი სამყარო შეცვალა.

"ცხრა აპრილამდე რამდენიმე კვირით ადრე დავიცავი დისერტაცია კომბინატორულ ანალიზში და დავბრუნდი თბილისში აკადემიური მოღვაწეობის დაწყების მიზნით…

ცხრა აპრილმა ყველაფერი შეცვალა ჩემს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში…

ერთი დღე აღარ მიმუშავია სპეციალობით და პირად ცხოვრებაში ვიპოვე იმ ღამის დარბევის დროს დაკარგული მომავალი მეორე ნახევარი…

ცხრა აპრილმა ჩემთან ერთად შეცვალა ყველა ქართველი, მთელი ქვეყანა, მთელი სამყარო…

ამიტომ, ამაოა მავანის მცდელობა უკან დაატრიალოს ისტორია და ცხრა აპრილამდე დროში დაგვაბრუნოს, რადგან ჩვენ დავიცავთ ჩვენს განვლილ ცხოვრებას, აწმყოს და მომავალს…." - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა