„ვინმემ იცით, იმ დამპალ ქვეყანაში ხილის იმპორტი რატომ იყო აკრძალული? ამის მუღამი რა იყო?“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში საბჭოთა კავშირის პერიოდს იხსენებს და წერს რომ იმ დროს ხილი საზღვარგარეთიდან არ შემოდიოდა.
"ახლა უბნის მაღაზიაში ბანანი ვიყიდე და უცებ დავფიქრდი, როცა დღეს ბანანი ყველა კუთხე-კუნჭულში იყიდება, როგორ გინდა დღევანდელ ბავშვებს აუხსნა, რომ ეს ერთ დროს ჩვენთვის საოცნებო და მიუწვდომელი ხილი იყო.
რომ საბჭოთა კავშირის დროს დაბადებულებს ბავშვობაში ბანანი არ გვქონდა ნაჭამი. (ნუ თუ იმ ბავშვებს არ ჩავთვლით, ვინც მშობლებს მოსკოვში დაყავდათ, რადგან, როგორც გამიგია, მხოლოდ იქ იშოვებოდა). ქვეყანაში მასობრივად ბანანი არ შემოდიოდა , არც ქოქოსი და არც ანანასი და ეს ყველაფერი მხოლოდ ფილმებში გვქონდა ნანახი. შეაბამისად რაღაც სასწაული გვეგონა.
ანუ მშობელი 2000 კილომეტრზე მოსკოვში უნდა წასულიყო, რომ ბავშვისთვის ბანანი, ან ანანსი ეშოვა და ვისი მშობლებიც ამხელა მანძილზე არ, ან ვერ დადიოდა, თვალით არ გვქონდა ნანახი.
ანუ წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც იყიდებოდა მხოლოდ ის ხილი, რომელიც თავად მის ტერიტორიაზე მოდიოდა. ვინმემ იცით, იმ დამპალ ქვეყანაში ხილის იმპორტი რატომ იყო აკრძალული? ამის მუღამიი რა იყო?" - წერს მერაბ მეტრეველი სოცქსელში.