რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იწყება.
აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ტარდება. მას უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და პოლიტიკური პატიმრების, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის, ასევე 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა.