თეგებით ძიება

„თურმე სისხლისგან ასუფთავებდნენ გამზირის ასფალტს... ყველა ტიროდა“ - მაკა ჩიჩუა 9 აპრილის ღამეს იხსენებს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, მაკა ჩიჩუა 1989 წლის 9 აპრილის ღამეს იხსენებს.

„1989 წლის 9 აპრილს ისე მოხდა რომ ღამე აქციიდან სახლში ვერ დავბრუნდი .. სოლოლაკში ერთმა ოჯახმა შემიფარა როცა რუსულმა ჯარმა ნიჩბებით და შეიარაღებული , დაგეშილი ჯარისჯაცებით განახორციელა თავდასხმა თავისუფლებისთვის და დამიუკიდებლობისთვის მებრძოლი მომიტიგეების წინააღმდეგ...

მე კი ალყაში აღმოვჩნდი ლენინის მოედნის მეტროს  თავზე...

თუმცა უცნაურად გადავრჩი და რადგან ყველა გზა გადაკეტილი ქონდა ჯარს და გარეთაც ვერ გავჩერდებოდი,იტალიური  ეზოს ჭიშკრის კარი გამიღეს და აღმოვჩნდი ერთ პატარა ოთახში , სადაც კედლის ნაცვლად ფარდით გადატიხრულ ზონაში პატარებს ეძინათ...

ფარდის აქეთ კი მაგიდასთან შეშინებულმა დიასახლისმა ჩაი დამისხა …

ჩაი დავლიე და მაინც წასვლას შევეცადე... ჭიშკრის მიღმა რამოდენიმე ჯარისკაცმა ისეთი სახით მითხრა უარი გარეთ გასვლაზე, რომ ცივად შევბრუნდი უკან და გათენებას დაველოდე... 

იმ კეთილ ოჯახში სახლის ტელეფონიც არ იყო რომ ხმა მიმეწვდინა დედასთვის, რომელიც როგორც მერე გავიგე საავადმყოფოებში რომ ვერ მიპოვა, მორგებში მეძებდა ლოგიკურად...

დილას დიდი მადლობა გადავუხადე და გარეთ გავედი... საოცარი სიჩუმე და ავისმომასწავებელი სიყრუე ვიგრძენი...

რუსთაველის გამზირზე არ ჩამიშვეს, რადგან როგორც მერე შევიტყვე თურმე სისხლისგან ასუფთავებდნენ გამზირის ასფალტს და ზედა ქუჩებით გადავედი რუსთაველის მეტროსთან... იქ ჯგუფჯგუფად დაყოფილი ხალხი შევნიშნე... ყველა ტიროდა...

ეს მოკლედ მოყოლილი ერთი ღამის ამბავია...“ - წერს მაკა ჩიჩუა.

ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა