თეგებით ძიება

"ემიგრანტი დედა მოგიკვდეს, შვილო" - სამტრედიაში ახალგაზრდა კაცი სამსახურში მოულოდნელად გარდაიცვალა

სამტრედიაში, ახალგაზრდა მამაკაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე ავრცელებს და წერს, რომ აწ გარდაცვლილი მამაკაცის დედა ემიგრაციაში იმყოფება.

"გლოვობს ჩემი სამტრედია ემიგრანტი დედის შვილი გარდაიცვალა, დედა კი მოკვდა.

არადა  კაპიკ-კაპიკ აგროვებდა თანხას შვილების სამომავლოდ.  სამტრედიაში ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა სიზმრებში. ოცნებობდა, მისთვის ბედნიერი და უზრუნველყოფილი მომავალი შეექმნა, ყველაფერ ამისთვის უძლებდა სიშორეს, სიცივეს. უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება. 

ახლა კი მოდის, მოფრინავს და გაიგო, რომ ამდენი ხნის მონატრებული უკეთილშობილესი ვაჟკაცი, რომელიც სიკეთეს არიგებდა სამტრედიაში და ღიმილებს უნაწილებდა ყველას, სწორედ ასეთი შვილი აღარ ყავს...  შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ, თურმე უბრალოდ სუნთქავენ ..  ასეა  ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა ახლაც ..   

ჩამოვა მშობლიურ მიწაზე სამტრედიაში .. ნურცერთ დედას ნუღარ დააშორებ შვილს. დაგვაბრუნე ემიგრანტები ჩვენ სახლებში .. ღმერთო!

უფალო ნურცერთ დედას ნუ მოუკლავ შვილს. განსაკუთრებით, ემიგრანტ დედებს მონატრებულ შვილს ნუ წართმევ, უფალო. დაიფარე ყველა დედა უფალო!

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას, ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

ემიგრანტებო, სამტრედიაში ყველამ იცოდა საბას გარდაცვალების ამბავი. საბა სამსახურეობრივი მოვალეობისას მოულოდნელად ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხმა მანამ ვერ გამოხატა  მწუხარება, სანამ საბას დედამ  არშ ეიტყო ეს თავზარდამცემი ამბავი. დააკლდა სამტრედიას კიდევ ერთი ახალგაზრა, მარადიული ხსოვნა!

თანაგრძნობთ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული!

ზეცაში ხარ, ანგელოზო.. ღმერთო აცხოვნე და დედამისს მიეცი ძალა, რომ იცოცხლოს... იცოხლოს... მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს:ემიგრანტი დედა მოგიკვდეს, შვილო", - წერს სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა