თეგებით ძიება

25 წლამდე ბიჭმა მგზავრს 100 000 დოლარი გასტაცა და შემდეგ ავარიაში მოყვა - რა მოხდა რუსთავში?

რუსთავში, 25 წლამდე ასაკის მამაკაცმა 100 000 დოლარი  გაიტაცა, თუმცა ის მალევე დააკავა პოლიციამ.

კერძოდ, "ინფო რუსთავის"ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე, მამაკაცმა BMW-ს მარკის ავტომობილიდან მოტყუებით ჩასვა მგზავრი და მისი კუთვნილი თანხა, 100 000 დოლარი გაიტაცა. შემთხვევის ადგილიდან მალევე მძღოლი გზაზე მოძრავ ქვეითს დაეჯახა, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და არხში ჩავარდა.

ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა დაზარალებული მამაკაციც, არსებული ინფორმაციით ის აღნიშნული თანხით ავტომობილის ყიდვას აპირებდა.

ახალგაზრდა კაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა