თეგებით ძიება

ოცნებასა და მიზანს ასაკი არ აქვს - 90 წლის ქალმა საშუალო სკოლის დიპლომის მიღებით ცხოვრებისეული ოცნება აისრულა

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ოცნებების ასრულება. ახალგაზრდობაში განუხორციელებელ მიზნებს შეიძლება სიბერეშიც მიაღწიოთ.

სკოლის დამთავრება ბევრისთვის „საერთო ამბიციაა“. ბევრ ადამიანს, რომელთაც საშუალო სკოლის ან კოლეჯის დატოვება მოუწიათ სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოებების გამო, კვლავ სურს განათლებისა და ხარისხის მიღება.

ელუიზ ლუისი (მისისიპის შტატი, გულფპორტი) ზოგადი განათლების დიპლომის მიღებაზე ოცნებობდა მიუხედავად იმისა, რომ მას ათწლეულების წინ საშუალო სკოლის დატოვება მოუწია. 90 წლის ასაკში მისი ამბიცია საბოლოოდ დაკმაყოფილდა.

ელუიზ ლუისი მეათე კლასში იყო, როცა საშუალო სკოლიდან გავიდა. წლების შემდეგ ის ამბობს, რომ უსწავლელობა მისი ერთ-ერთი დიდი ტკივილი იყო. თუმცა ახლახან, ელუიზმა სურვილის ასრულება გულფპორტის მოხუცთა თავშესაფრის (Gulfport Care Center) პერსონალის წყალობით შეძლო. ელუიზის

სურვილის შესახებ თავშესაფრის დირექტორმა ლიზა პერდიუმ შეიტყო და მან ახლომდებარე ქრისტიანულ სასწავლო დაწესებულებას სთხოვა მოხუცს განათლების მიღებაში დაეხმარებოდა.

ელუიზმა სასწავლო ცენტრის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად მეცადინეობა დაიწყო. როდესაც ელუიზმა გამოცდა ჩააბარა, მას ზოგადი განათლების დიპლომისთვის შესაბამისი კვალიფიკაცია მიენიჭა. ელუიზს სასწავლო ცენტრის სერთიფიკატი მოხუცთა თავშესაფარში გამართული ცერემონიის დროს გადასცეს. ცრემლმორეულ ელუიზს ცხოვრებისეული ოცნების ასრულების დროს გამოსაშვები კაბა ეცვა.

„უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ზოგადი განათლების დიპლომის მიღება შევძელი.

მე ხომ სკოლის დამთავრების შესაძლებლობა არასდროს მქონია”, - თქვა 90 წლის ელუიზ ლუისმა.

ამჟამად, ელუიზი სასწავლო ცენტრის პირველი სტუდენტია, რომელსაც ზოგადი განათლების საპატიო დიპლომი მიენიჭა. ლეონარდ მარტინმა, პირმა, რომელმაც 90 წლის ქალს სერთიფიკატი გადასცა, თქვა: "მშვენიერი მცდელობაა. იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი გაჰყვება მის კვალს".

ეს არის ისტორია ადასტურებს, რომ დიდი ხნის წინ დასახული მიზნების სიბერეში განხორციელება არასდროს არის დაგვიანებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა