თეგებით ძიება

რას ამბობენ ადგილობრივები ვარკეთილში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე?

თბილისში, ვარკეთილში მკვლელობა მოხდა. კონფლიქტი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სუფრასთან შეკრებილ პირებს შორის განვითარდა. გარდაცვლილი 50 წლამდე მამაკაცია.

თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კონფლიქტი ადგილზე წარმოიშვა და წარსულში კონფლიქტის მონაწილეებს შორის დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.

ინციდენტის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა