თეგებით ძიება
10. 04. 2023 მსოფლიო

რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა.

მისი თქმით,  ქრისტიანული დღესასწაულები ხალხს ასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება.

"რუსეთის მიერ დაბომბილ შენობაში სამი ადამიანი იყო. კაცი, ქალი და ბავშვი. გოგონას ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. იგი გარდაიცვალა. მამაკაციც. ვუსამძიმრებ. ქალი ახლა მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია. მას დახმარებას უწევენ. ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. უნდა დავიჯეროთ. და ჩვენ გვჯერა. უნდა მივუახლოვდეთ ბოროტების დამარცხებას. და ჩვენ ვუახლოვდებით. მსოფლიო ჩვენთანაა. მხარდაჭერა იზრდება ყოველთვიურად, ყოველკვირეულად, იზრდება იმ ადამიანების წრე, ვინც მხარს გვიჭერს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს გამბედაობასა და რწმენას ცხოვრებაში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვარს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა