თეგებით ძიება

"ისწავლე, მოინდომე, შეეცადე და აუცილებლად გამოვა" - რა რჩევით გამოდის გია მურღულია?

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს, თუ რა უნდა ქნა იმ შემთხვევაში, როდესაც არაფერი გამოდის.

"თუ არაფერი არ გამოდის, ესე იგი:

1. არც არაფერს ცდილობ;

2. ცდილობ, მაგრამ - არასაკმარისად;

3. არ იცი, როგორ მიაღწიო იმას, რასაც ცდილობ;

4. მოვლენები არასათანადო თანმიმდევრობით ლაგდება;

5. ღმერთმა დაგივიწყა.

მეხუთე ახლავე გამოაკელი - ღმერთს ყველა უყვარს და არაფერს ივიწყებს.

მეოთხეც მაინცდამაინც გასათვალისწინებელია არ არის, იმიტომ რომ მეხუთეს უკავშირდება.

პირველი სამი კი შენი პასუხისმგებლობაა.

ისწავლე, მოინდომე, შეეცადე და აუცილებლად გამოვა", - წერს ფილოლოგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა