ხაშურში ეპისკოპოსს მრევლი აღსარების გათქმაში ადანაშაულებს
ხაშურის ეპარქიაში შურისძიების მოტივით ეპისკოპოსს მრევლი აღსარების გათქმაში ადანაშაულებს.
ზაზა მეხრიშვილი აცხადებს, რომ ეპისკოპოსმა, სვიმეონ ცაკაშვილმა აღსარებაში ნათქვამი ამბავი ამბიონიდან მოჰყვა. ამის შესახებ მან "ტვ პირვეთან" ისაუბრა.
"ბრალი დამდო იმაში, რომ მე გაჭირვებული ადამიანების ფულებს ვჭამ, წარმოგიდგენიათ ასეთი რამე? ქადაგების დროს ისაუბრა ეს ყველაფერი ქვიშხეთში, აღდგომის ეკლესიაში. ეს ყველაფერი მიზეზია იმისა, რომ გამრეკელი ფულებს არ აძლევს მეუფეს და ამის გამოა გამწარებული.
მეორე საკითხია კიდევ ის, რომ მთელი ქალაქის ბიზნესმენებს დაერია, წილში ჩაჯდომა უნდა ყველგან. გაღმა 80 ჰექტრიანი მიწაა, სახელმწიფო მიწაა სხვათა შორის და მისი მითვისება უნდა. ბოდიში მოიხადოს ცილი რომ დამწამა“, - აცხადებს მეხრიშვილი.