თეგებით ძიება

როგორ იმოძრავებს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომის დღეებში - რას ამბობს დედაქალაქის მერი?

თბილისის მერი, კახი კალაძე აცხადებს, რომ აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, დილის 4 საათამდე იმუშავებს, რა დროსაც მოქალაქეები უფასოდ იმგზავრებენ. 16 და 17 აპრილს კი დედაქალაქში დაწესდება ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს უფასოდ მიიყვანენ სასაფლაოებამდე.

"აღდგომის ღამეს მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 4 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტროსადგურები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, 16 17 აპრილს დედაქალაქში დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ვერისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ", - თქვა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა