თეგებით ძიება

"გოგოს დროშა კი არა, სამგლოვიარო შავი ტილო უჭირავს ხელში, თან მანქანით კი არ მიჰქრის, გაჩერებული მანქანის უკან დგას...აქ საუკუნის მითები ინგრევა!" - რას წერს ნოდარ ლადარია?

პროფესორი, ნოდარ ლადარია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის, ნანა მახარაძის ღირსების მედლით დაჯილდოებას ეხმაურება და წერს, რომ მას სამგლოვიარო შავი ტილო უკავია.

"სალომე ზურაბიშვილის მონიჭებული მედალი გახდა საჭირო, რომ მთელ პოპულაციას დაენახა: გოგოს დროშა კი არა სამგლოვიარო შავი ტილო უჭირავს ხელში, თან მანქანით კი არ მიჰქრის, გაჩერებული მანქანის უკან დგას.

თქვენ კიდე კაბა რა ფერისააო, იმაზე გიჟდებოდით. აქ საუკუნის მითები ინგრევა!

მთავარი დასკვნა კი ასეთია: რასაც არ უნდა გამოსახავდეს ფოტო, ისტორიის არსს ის არ ცვლის. სიმართლე კი საუკეთესო სიმბოლოა", - წერს ლადარია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა