იტალიაში დააკავეს 36 წლის ქართველი ქალი, რომელიც 88 წლის მოხუცზე ძალადობდა (ვიდეო)
იტალიაში დააკავეს 36 წლის ქართველ ქალ, რომელიც 88 წლის მოხუცზე ძალადობდა.
ქალის ახლობლებმა შენიშნეს, რომ მოხუცის მდგომარეობაში ყოველდღიურად უარესდებოდა და მომვლელის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანეს.
ოჯახმა საქმეში ადგილობრივი პოლიცია ჩართო. სამართალდამცველებმა სახლში ფარული სათვალთვალო მოწყობილობა დაამონტაჟეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ქართველი მომვლელი მოხუცზე ფიზიკურად ძალადობდა, ღამის საათებში მას მარტო ტოვებდა და შინ მხოლოდ, გამთენიისას ბრუნდებოდა.
კარაბინიერებმა საქართველოს მოქალაქე სხვა მისამართზე დააკავეს, სადაც ის ასევე ოჯახის დამხმარედ მუშაობდა.