როგორ ვლინდება ტყვიით მოწამვლა? - გაიგეთ, რას იწვევს ტყვიით ინტოქსიკაცია
ექიმი, ზაზა თელია ტყვიით მოწამვლით გამოწვეულ დარღვევებზე სოციალურ ქსელში წერს.
" ტყვიით მოწამვლა
ტყვიით მოწამვლა ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ტყვია იწყებს ორგანიზმში დაგოვრებას თვეების ან წლების განმავლობაში.
ჩვილებს და ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ტყვიით მოწამვლა, შეიძლება განუვითარდეთ:
1. ზრდის და განვითარების შეფერხება;
2. სწავლის, სმენის, მეტყველების, ქცევის პრობლემები;
მოზრდილებს ტყვიით მოწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია განუვითარდეთ:
1. კოგნიტური დისფუნქცია(მეხსიერების დარღვევა);
2. აღგზნებადობა;
3. დეპრესია.
ასევე, ისინი არიან მომატებული რისკის ქვეშ:
1. არტერიული ჰიპერტენზიის;
2. გულის დაავადებების;
3. სიკვდილის.
ტყვიის ძირითადი წყაროებია:
საღებავების მტვერი ან საღებავის ნაფოტები;
დაბინძურებული ნიადაგი აეროპორტებთან, ქარხნებთან ან გზატკეცილებთან ახლოს;
ტყვიის შემცველი რკინის მილებიდან მოხმარებული წყალი;
ტყვიის ელემენტები, სამკაული, იმპორტირებული სუნელები, ტკბილეული და ტრადიციული მედიცინა.
ტყვიასთან შემხებლობის პრევენცია:
ტყვიის შემცველობის შემოწმება სახლებში და მისი ელიმინაცია/განეიტრალება;
სპეციალური წყლის ფილტრების დამონტაჟება თუ სახლში წყალი მოდის ტყვიის შემცველი რკინის მილებიდან;
პროდუქტების შემოწმება, რომლებიც პოტენციურად შეიცავს ტყვიის მაღალ დონეს;
ადამიანები, რომლებსაც უწევთ ტყვიასთან ახლოს მუშაობა, გამოიცვალონ სამუშაო ტანსაცმელი, სანამ სახლში დაბრუნდებიან, სახლის გარეთ დატოვონ ფეხსაცმელები და ინსტრუმენტები, მათი ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს ცალკე", - წერს თელია.