თეგებით ძიება

ქალაქის ცენტრში ახალი, თანამედროვე, ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება სერიოზული ნაბიჯია - ივანე ჩხაიძე

ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება მართლაც სერიოზული ნაბიჯია და, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია, – განაცხადა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ პედიატრმა, პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, გასაგებია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რადგან დღევანდელი მდგომარეობითა და ინფრასტრუქტურით, კლინიკა ვერ დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სავალდებულო ხდება.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პრეზენტაციაზე ასევე ისაუბრეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროს პოზიცია, რომ თითოეულ მათგანს სხვა სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებას შესთავაზებენ ან ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენებამდე სახელფასო ანაზღაურებას შეუნარჩუნებენ.

„ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს, ფინანსური ანაზღაურებისა და სამუშაოს გაგრძელების თვალსაზრისით, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა