თეგებით ძიება

პოლონეთში, 41 წლის ქართველი მამაკაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს

პოლონეთში, 41 წლის ქართველი კაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებული ცივი იარაღით შეიჭრა პოვიატას პოლიციის განყოფილებაში და ძალის გამოყენებით, დამცავი, კოდირებული კარის გახსნას ცდილობდა.

მან ფიზიკური დაზიანება მიაყენა ადგილზე მყოფ პოლიციის ოფიცერს, თუმცა მამაკაცის დაკავება ადგილზე მოხერხდა.

დაკავებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა