"ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები" - საბარძნეთში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
საბარძნეთში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, ალეკო ფოჩიანი გარდაიცვალა. ემიგრანტის გარდაცვალებაზე სამწუხარო ინფორმაციას "ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში
მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ალეკო ფოჩიანი
კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...
ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ალე, იქ, სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ....
"გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს
სიცოცხლე მინდა....
თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია....ნათელი დაუმკვიდროს უფალმა......საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა.....
"შოთო სიხარულიძე ქართველი" ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ: ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტებია…
“ახლაც ის დროა, როცა ქართველი გულით ნატრობდა, სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”, - წერს სიხარულიძე.