თეგებით ძიება

"მოსამართლეების დიდი ნაწილი არის სამსახურიდან გამოსაყრელი" - რას წერს ალეკო ელისაშვილი?

პარტია "მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსამართლეებთან შეხვედრას ეხმაურება.

მისი თქმით, მოსამართლეების დიდი ნაწილი არის სამსახურიდან გამოსაყრელი.

"ბოდიში მომითხოვია უმფროსო მარა, მოსამართლეების დიდი ნაწილი კაი ნედლი წკეპლით არიან სამსახურიდან გამოსაყრელები. გირგვლიანის საქმის და სხვა გახმაურებული საქმეების სახელგატეხილ მოსამართლეებს რომ იცავს „ოცნება“ და პრემიერი, ძალიან სევდიანი საყურებელია. „ოცნება“ უნდა წავიდეს! ნაცები არ უნდა მოვიდნენ“, - წერს ელისაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-მა სანქციები დაუწესა 4 მოსამართელს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა