თეგებით ძიება

"ეს უნდა შეწყდეს, თორემ ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით!" - თეა გოდოლაძე რიკოთთან დაკავშირებით საგანგაშო მიმართვას ავრცელებს

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ რიკოთის მაგისტრალზე სეისმური საშიშროება შეფასებული არ არის.

"მოკლედ, რიკოთის მაგისტრალზე, სეისმური საშიშროება შეფასებული არ არის. ისევ, ჩვენი 24 წლის წინანდელი ნაშრომის მიმოხილვაა გადამღერებული. ეს უნდა შეწყდეს, თორემ ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით. შვილებს რაღას ერჩით, ან შვილიშვილებს. 

მივმართავ თბილისის მერიას. დავწერ ოფიციალურ წერილსაც. თურქეთის მიწისძვრის შემდეგ, კომპანიებს სეისმური კვლევა დაავალეს. დაფაცურდნენ ეს კომპანიები. ნაწილი გონზე არაა რას ითხოვს ან მერია, ან კანონი. მიწისძვრის სიმძლავრის ხელოვნური დაწევის რამდენიმე შემთხვევა ვნახეთ. აქაც, ფურცლის მიტანაზე დაყავთ ყველაფერი. ნაკლები სიმძლავრე, ნაკლები არმატურა და ხარჯი. აი ასე, მოკლე ჭკუით აკეთებენ. წაიღეთ მერე სასამართლოში ჰა, მოსამართლეც ძალიან არ ერკვეოდეს ახლა, ვინ სად და რატომ დაარტყა ბეჭედი ყალბ კვლევას. ინჟინრები (ყველა არა, რა თქმა უნდა)ვერ ერკვევიან გრუნტზე მორგებულ აქსელერეროგრამებში, მოსამართლემ რა უნდა გაარკვიოს", - წერს გოდოლაძე.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალზე მიმდინარე მშენებლობა ჩამოიშალა. კერძოდ, საუბარია  ხარაგაულის რაიონში, სოფელი ძირულასთან რიკოთის ახალი მშენებარე ავტობანზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა