თეგებით ძიება

"მიწისძვრის სიმძლავრის ხელოვნური დაწევის რამდენიმე შემთხვევა ვნახეთ..." - თეა გოდოლაძე თბილისის მერიას მიმართავს და მშენებლობის დარღვევებზე წერს

გეოლოგი, თეა გოდოლაძე თბილისის მერიას მიმართავს და წერს, რომ თურქეთის მიწისძვრის შემდეგ კომპანიებს სეისმური კვლევა დაავალეს, თუმცა პროცესი დარღვევით მიმდინარეობს.

"მოკლედ, რიკოთის მაგისტრალზე, სეისმური საშიშროება შეფასებული არ არის. ისევ, ჩვენი 24 წლის წინანდელი ნაშრომის მიმოხილვაა გადამღერებული. ეს უნდა შეწყდეს, თორემ ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით. შვილებს რაღას ერჩით, ან შვილიშვილებს. 

მივმართავ თბილისის მერიას. დავწერ ოფიციალურ წერილსაც. თურქეთის მიწისძვრის შემდეგ, კომპანიებს სეისმური კვლევა დაავალეს. დაფაცურდნენ ეს კომპანიები. ნაწილი გონზე არაა რას ითხოვს ან მერია, ან კანონი. მიწისძვრის სიმძლავრის ხელოვნური დაწევის რამდენიმე შემთხვევა ვნახეთ. აქაც, ფურცლის მიტანაზე დაყავთ ყველაფერი. ნაკლები სიმძლავრე, ნაკლები არმატურა და ხარჯი. აი ასე, მოკლე ჭკუით აკეთებენ. წაიღეთ მერე სასამართლოში ჰა, მოსამართლეც ძალიან არ ერკვეოდეს ახლა, ვინ, სად და რატომ დაარტყა ბეჭედი ყალბ კვლევას. ინჟინრები (ყველა არა, რა თქმა უნდა)ვერ ერკვევიან გრუნტზე მორგებულ აქსელერეროგრამებში, მოსამართლემ რა უნდა გაარკვიოს", - წერს გოდოლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა