თეგებით ძიება

ვერ გაიაზრეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება რადიკალიზმს ამ ქვეყანაში - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოდის და ამის გამო ლექციებს უტარებენ ახალგაზრდებს და შეცდომაში შეჰყავთ, რომ თურმე სისხლი უნდა დაიღვაროს და რევოლუცია მოახდინონ.

"ეს იყო სწორედ იმ გიჟი ჯაფარას ჩანაწერი, ლექციებს უტარებენ ახალგაზრდებს და ატყუებენ, შეცდომაში შეჰყავთ, თურმე სისხლი უნდა დაიღვაროს და რევოლუცია მოახდინონ. მივმართავ ახალგაზრდებს, ნუ შეხვალთ შეცდომაში, მთავარია, ისწავლოთ, ირწმუნოთ, რომ ამ ქვეყნის ხვალინდელი მომავალი სწორედ ევროატლანტიკურ სივრცეშია, რომელიც კონსტიტუციაში გავწერეთ. ამ მავნებლებს, ამ ხელმოცარულებს ნუ დაუჯერებთ, იმიტომ, რომ მათი იდეა, ამოცანა სულ სხვაა, მათ არ სჭირდებათ ეს ქვეყანა, როგორც დემოკრატიული, მათ სჭირდებათ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ნებისმიერი გზით. ეს არის მათი ამოცანა და ამაში ნუ შეეხიდებით, ისედაც ხელმოცარულები არიან. საქართველო ბოლომდე დაიცავს თავის ინსტიტუციებს, ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესებს და აქ იქნება მშვიდობა. გამორიცხულია, აქ არც ომი, არც ქაოსი, არც რევოლუცია არ იქნება, იმიტომ, რომ ამის საფუძველი არ არის ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა