თეგებით ძიება

ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ "ექსპერტობს", ზოგი მხართეძოზეა წამოწოლილი - ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი.

ამასთან, როგორც ის განმარტავს, მათი პარტია მზად არის, ყველასთან ითანამშრომლოს, ვინც გადაწყვეტს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მთავარი პრიორიტეტია.

„რეალური პრობლემა, ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი, ხალხის მოთხოვნის პარალელურად, დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება! რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, „რუსული ოცნება“ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას და ყველა ახალი განცხადება ფაქტობრივად ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს წარმოადგენს.

უმნიშვნელოვანესია, კარგად გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და რეალური შრომა, ენერგია მიემართოს ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. უკიდურესად სამწუხაროდ გამოიყურება ყველა დაკარგული დრო, ენერგია, რომელიც არ მიემართება რეჟიმის წინააარმდეგ და მეტიც, რეალურად არის სასარგებლო და ხელის წამშველებელი რუსი ოლიგარქისთვის", - აცხადებს ხაბეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა