ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ილია კერძევაძე გარდაიცვალა
27 წლის ქართველი ფეხბურთელი, ილია კერძევაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
"შოკირებული ვართ, რადგან გვიწევს დაწერა იმის შესახებ, რომ 27 წლის ასაკში გარდაიცვალა ილია კერძევაძე. ილია იყო საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი 2011-2013 წლებში… ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მშვიდობით, „ბაჯბაჯ,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.