თეგებით ძიება

5 სურნელი, რომელიც თავდაჯერებას აძლიერებს

გთავაზობთ 5 სურნელ, რომელიც თავდაჯერებულობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

1 ილანგ-ილანგი

ილანგ-ილანგი ტროპიკული ყვავილია, რომელსაც არ ეშინია იყოს გამორჩეული - ღია ყვითელი ფერის საშუალებით, შეუძლებელია ვერ შენიშნოთ. მისი სურნელი სუპერ ყვავილოვანია და ხშირად ასოცირდება ძლიერ ქალურ ენერგიასთან. ამბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აფროდიზიაკი - როდესაც ადამიანი ამ სურნელს შეიგრძნობს, მისი განწყობა მკვეთრად უმჯობესდება.

2 - ვანილი

ვანილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სურნელია, რომელიც აუმჯობესებს განწყობას და ადამიანს მოდუნებაში ეხმარება. ის იდეალურად აღვიძებს სენსუალურ ჩაკრებს და აძლიერებს კავშირს სხეულსა და გონებას შორის.

3 - ციტრუსები

ციტრუსი კიდევ ერთი გავრცელებული სურნელია, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება სუნამოებში: მისი არომატის ერთი შესუნთქვაც კი საკმარისია, რათა ადამიანს თავი ენერგიულად აგრძნობინოს. დამატებით, კვლევებით დასტურდება, რომ ლიმონის სუნი გვეხმარება სტრესის განმუხტვასა და პოზიტიური შთაბეჭდილების მოხდენაში.

4 - ჟასმინი

ჟასმინის სურნელს აქვს მაგია, თავი უფრო ოპტიმისტურად გაგრძნობინებთ და დადებითი ენერგიით აგავსოთ. ჟასმინის ზეთი გამოიყენება როგორც ბუნებრივი ანტიდეპრესანტი და დადასტურებულია, რომ ამშვიდებს ნერვებს. თუკი უძილობა გაწუხებთ, ბალიშზე მოათავსეთ ჟასმინის ზეთის რამდენიმე წვეთი და ტკბილი ძილი გარანტირებული გექნებათ.

5 - როზმარინი

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ როზმარინის სურნელს შეუძლია თავი ძლიერად გაგრძნობინოთ. დადასტურებულია, რომ ეს სუნი აძლიერებს კონცენტრაციას, ტვინის ფუნქციონირებას და მეხსიერებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა