პარიზის ღვთისმშობლის ტაძრში არქიტექტურის მალული დეტალები გამოვლინდა - რა ინფორმაცია გავრცელდა?
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრში არქიტექტურის მალული დეტალები გამოვლინდა.
მიუხედავად იმ დიდი ზიანისა, რაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს 2019 წლის ხანძარმა მიაყენა, სტიქიამ არქეოლოგებს მისი ისტორიის შესწავლის უნიკალური შანსი მისცა.
საკათედრო ტაძრის საუკუნეების განმავლობაში დამალულ ნაწილებს შლიან და ხელახლა აწყობენ, რაც 32-მეტრიანი ნაგებობის არქიტექტურული ინოვაციების შესახებ ფასდაუდებელ ცნობებს გვთავაზობს.
როგორც ირკვევა, ტაძრის ასეთი სიმაღლე დიდწილად რკინის დამსახურებაა, რომელიც ამ დიდებული სტრუქტურის „ძარღვებს“ გასდევს.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ რკინის გამოყენება ქვით მშენებლობაში, არც ისე თანამედროვეა, როგორც გვეგონა. ტაძარზე მომუშავე შუა საუკუნის მშენებლები ამ არქიტექტურულ მეთოდს იქამდე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ, ვიდრე მე-19 საუკუნეში მისი მასშტაბური რესტავრაცია დაიწყებოდა.
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ახლა დანამდვილებით არის ჩვენთვის ცნობილი პირველი გოტიკური კათედრალი, რომელშიც რკინას, როგორც სამშენებლო მასალას, მასიურად იყენებდნენ ქვების შესაკრავად“, — წერენ არქეოლოგები.
ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 2019 წლს გაჩნდა.
წყარო: 1tv.ge