„ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს…“ - რას წერს გია ხუხაშვილი?
ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„მოსამართლეების პატივისცემით მოხსენიება მოითხოვა კაცმა, რომელსაც ხან “ანტუნით”, ხან “ტრიტრით”. და კიდევ ათასი უბედურებით მოიხსენიებენ…
ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს…“ - წერს ხუხაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ყველა მოსამართლეს.