თეგებით ძიება
10. 04. 2023 მსოფლიო

თურქეთში, მეჩეთში სროლისას ექვსი ადამიანი დაშავდა

თურქეთში, ქალაქ ჩორუმში, მეჩეთში სროლა მოხდა. სროლის შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გავრცლებული ინფორმაციით, 30 წლის თურქეთის მოქალაქემ, სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა ადამიანებს, რომლებიც მეჩეთიდან გამოდიოდნენ. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა