„მომწონს ასეთი „ქულ“ მერი რომ ჰყავს ჩემს ქალაქს“ - რას წერს ბექა ყორშია?
ჟურნალისტი, ბექა ყორშია თბილისში არსებული სატრანსპორტო საცობების შესახებ წერს.
„მართალია, საცობში ვდგავართ 4 საათია და კალაძემ ის ფული, რომლითაც თბილისის შემოვლითი გზა, 8 ახალი მეტრო-სადგური, 2 საბაგირო და კიდევ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განეხორციელებინა, შეჭამა, მაგრამ მილანში რომ ჩადის, ქუჩაში ცნობენ და დიახ, მომწონს ასეთი ქულ მერი რომ ჰყავს ჩემს ქალაქს. ვისაც არ მოგწონთ, გადმოდით მანქანებიდან და ფეხით იარეთ“, - წერს ბექა ყორშია.