თეგებით ძიება
10. 04. 2023 სპორტი

„მამამისივით ახალგაზრდა წავიდა...“ - ვისი შვილია გარდაცვლილი 27 წლის ფეხბურთელი?

27 წლის ასაკში გარდაცვლილი ფეხბურთელი, ილია კერძევაძე ცნობილი ფეხბურთელის, როინ (დათო) კერძევაძის შვილია. 

როინ კერძევაძეც ახალგაზრდა, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როინ კერძევაძე საქართველოს (სამგზის) და აზერბაიჯანის ჩემპიონი, საქართველოს თასის ორგზის მფლობელი გახლდათ. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.

„მამასავით ახალგაზრდა წავიდა...“ - წერენ სოციალურ ქსელში ილიაზე.

ცნობისთვის, ილია კერძევაძე, ზედმეტსახელად „ბაჯბაჯა“  თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. საქართველოს 16, 17 და 19 წლამდე ნაკრებების კაპიტანმა 21-წლამდე ეროვნულ გუნდშიც ითამაშა. ადრეულ ასაკში უცხოური კლუბების ინტერესი დაიმსახურა და ტურინის „იუვენტუსში“ გასინჯვებზე იმყოფებოდა. იტალიური კლუბის 19-წლამდელთა გუნდში სამი გოლი გაიტანა. 2015 წელს უკვე სლოვაკეთში, „ზლატე მორავცეში“ ვარჯიშობდა, მაგრამ არც იტალიაში დარჩა და არც – სლოვაკეთში. საქართველოში უთამაშია რუსთავის „მეტალურგში“, „ზესტაფონი 2“-ში, გორის „დილაში“, „სამტრედიაში“, ქობულეთის „შუქურაში“, „შევარდენში“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა