თეგებით ძიება

„გავბრაზდე თუ დავოკდე?“ - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ეთო გუგავა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ შავი ავტომობილი „ბასლაინზე“ გადაადგილდებოდა იმ დროს, როცა სხვა ავტომობილები საცობში იდგნენ.

„შავი ავტომობილი მშვენივრად გადაადგილდებოდა ბასლაინზე, მაშინ,როცა ყაზბეგზე, საცობში, ასაკი მოგვემატა ყველას.. 

პატრულმა გადააყენა, მძღოლმა უმალვე აიღო ტელეფონი.. რა აჩვენა, ან მოასმენინა არ ვიცი, მაგრამ პატრულის თანამშრომელი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გაცუნცულდა საპატრულო ავტომობილისკენ.. ნაწნავიანმა ლამაზმა გოგონამ კი კმაყოფილი სახით განაგრძო მოძრაობა.. 

ვინმე მეტყვით რა თანამდებობის პირს შეუძლია ბასლაინზე თავისუფლად გადაადგილება? 

გავბრაზდე, თუ დავოკდე?“ - წერს ეთო გუგავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა