თეგებით ძიება
10. 04. 2023 მსოფლიო

ნიკოლ პაშინიანს ერთ-ერთ შეხვედრაზე ქალმა ქოლგა ესროლა

ვაიოცძორის რეგიონში ჩასულ ნიკოლ პაშინიანს 47 წლის ქალმა ქოლგა ესროლა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, დილიდან ვაიოცძორის რეგიონში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან მიახლოებას სოფელ მალიშკაში 47 წლის ქალი შეეცადა, მაგრამ პოლიციელებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ ქალმა პრემიერ-მინისტრს ქოლგა ესროლა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იგი დაუყოვნებლივ დააკავეს და გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებული ქალი არის დევნილი ლაჩინიდან.

სოფელ მალიშკას გამგებელმა გარიკ ნაზარიანმა, სადაც ინციდენტი მოხდა, პრესას განუცხადა, რომ ქალი ახლა ამ სოფელში სახლს ქირაობს. მან არ დააკონკრეტა ქალის სახელი და თქვა, რომ ის არ იცნობდა ყველა ჩამოსახლებულს, რადგან მალიშკა დიდი სოფელია. მე არ ვიმყოფებოდი პაშინიანის გვერდით და არ მინახავს რა მოხდა, - აღნიშნა ნაზარიანმა.

სომხეთის პრესის თანახმად, ახლა საგამოძიებო კომიტეტი დაკავებული ქალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს განიხილავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა