"საქართველოს მთავრობავ! ღმერთის არ გწამთ?! დამეხმარეთ!" - რას წერს თეა გოდოლაძე თბილისში მიმდინარე მშენებლობაზე?
სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე საქართვეოს მთავრობას მიმართავს და თბილისში მიმდინარე მშენებლობაზე სოციალურ ქსელში წერს.
"ხალხო! რაის 8 ბალი??!!! Vs30 ვინ დათვალა აქ და რამდენია საანგარიშო აჩქარება! რა 8 ბალი, რაღა დროს ბალია! ვინ დათვალა ფიზიკურად Vs30 აქ P-დან გადათვლილი კი არა, სუფთა S-ით გამოთვლილი! და რამდენია თქვან. სასწრაფოდ! ტრეინინგი მშენებლებს და ინჟინრებს! ბალი არა, ალუბალი კიდევ!
საქართველოს მთავრობავ! ღმერთის არ გწამთ?! დამეხმარეთ!", - წერს გოდოლაძე.