თეგებით ძიება

მხოლოდ გაცემით შეგიძლიათ მიიღოთ იმაზე მეტი, ვიდრე უკვე გაქვთ

ღარიბი, ახალგაზრდა ოფიციანტი თავის მოვალეობას ასრულებდა, როდესაც რესტორანში მდიდარი მოხუცი შევიდა. ოფიციანტმა დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ რესტორნის საუკეთესო მენიუსთვის რეკომენდაცია გაეწია იმ იმედით, რომ ის დიდ დამატებით გასამრჯელოს მიიღებდა.

თუმცა, ბოლოს მდიდარმა კაცმა მხოლოდ სენდვიჩი და ლიმონათი შეუკვეთა. ოფიციანტმა იცოდა, რომ მოხუცის მცირე დანახრჯი საჩუქარს არ ითვალისწინებდა და ამიტომ იმედგაცრუებული გაბრუნდა.

ჭამის დასრულების შემდეგ მდიდარმა მოხუცმა ჩეკი მოითხოვა. როდესაც ახალგაზრდა ოფიციანტი ჩეკით დაბრუნდა, მდიდარმა თვალებში სევდა შენიშნა.

- ყველაფერი კარგადაა, შვილო? მძიმე დღე გაქვს? - ჰკითხა მოხუცმა.

- მძიმე ცხოვრება მაქვს, სერ, - უპასუხა ოფიციანტმა.

ამ დიალოგის შემდეგ ოფიციანტმა თავისი საქმე გააგრძელა. როდესაც ის ისევ დაბრუნდა მდიდარი კაცის მაგიდასთან, 10 000 დოლარი დაინახა.

ოფიციანტი მდიდარი კაცისკენ გაიქცა. ზუსტად იმ დროს ის უკვე თავის მანქანაში ჯდებოდა.

- რატომ გააკეთეთ ეს? - ჰკითხა ოფიციანტმა.

მოხუცმა უპასუხა: „როცა შენს ასაკში ვიყავი, ასეთ რესტორნებში დამატებითი გასამრჯელოსთვის ვიბრძოდი ხოლმე. ერთხელ მდიდარმა კაცმა ისეთი თანხა მაჩუქა, რომლითაც ჩემი კოლეჯის სწავლის საფასურის გადახდა შევძელი. იმედი მაქვს, რომ ეს ფული შენც ისევე დაგეხმარება, როგორც თავის დროზე მე დამეხმარა“.

ახალგაზრდა ოფიციანტი უსიტყვოდ იდგა.

„სერ, ჩათვალეთ, რომ თქვენ ახლახან დედაჩემის კიბოს მკურნალობისთვის საჭირო თანხა გადაიხადეთ”, - თქვა ცრემლმორეულმა ოფიციანტმა.

მორალი: მხოლოდ გაცემით შეგიძლიათ მიიღოთ იმაზე მეტი, ვიდრე უკვე გაქვთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა