თეგებით ძიება

ერთ კაბას მეორედ ვეღარ ჩავიცვამ - რას ამბობს სოფო ბედია?

მომღერალმა, სოფო ბედიამ განაცხადა, რომ მისი პროფესიიდან გამომდინარე 1 კაბას მეორედ ვეღარ ჩაიცვამს. ამის შესახებ მან ჟურნალ თბილისელებთან საუბრისას განაცხადა.

"არ მიყვარს ბრენდებში სასწაული თანხების დახარჯვა. მერე რომ მთელი თვე მშივრები სხედან, ოღონდ ბრენდი ეცვათ და მზად არიან, მასში კოლოსალური თანხა გადაიხადონ, მათი არ მესმის და მე არ მივეკუთვნები ამ კატეგორიას. მიყვარს კოხტად და ლამაზად ჩაცმა, მომწონს ის, რაც მიხდება, მირჩევნია, შევიკერო და გაცილებით ნაკლები თანხა დამიჯდეს, ვიდრე კაბაში, რომელიც მხოლოდ ერთხელ უნდა ჩავიცვა, უზარმაზარი თანხა გადავიხადო. მე ისეთი პროფესია მაქვს, ერთ კაბას მეორედ ვეღარ ჩავიცვამ, ამიტომ კაბებს ვერ გადავაყოლებ მთელ ჩემს ფინანსებს…“, - ამბობს სოფო ბედია გამოცემასთან საუბრისას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა