თეგებით ძიება
11. 04. 2023 სპორტი

სამწუხარო ინფორმაცია "ნაპოლიდან" - ოსიმენი "მილანთან" თამაშს გამოტოვებს

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, „მილანის“ წინააღმდეგ ვიქტორ ოსიმენი ვერ ითამაშებს. ინფორმაციას „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ავრცელებს.

"სამწუხაროდ, ვიქტორი სათამაშო კონდიციებში არ იმყოფება და ხვალ ვერ ითამაშებს. ვიმედოვნებთ, რომ ის მაქსიმუმ 18 აპრილს, დიეგო მარადონაზე დაბრუნდება.“ - თქვა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენმა საზარდულის ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს, ნიგერიის ნაკრებში მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა