"მე ვარ შიზოიდი..." - რას წერს ნანიკო ხაზარაძე?
ტელეწამყვანი, ნანიკო ხაზარაძე ფსიქოტიპებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მე ვარ შიზოიდი ( ჩემს ენაზე ნორმალური )
თქვენ? ოღონდ კარგად დაფიქრდით.
1. დეპრესიული ფსიქოტიპები არასდროს გსაყვედურობენ, - "რატომ არ მომიკითხე" და თუ თვითონ იშვიათად გკითხულობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ იმდენად მნიშვნელოვნები არიან, რომ გაგიხარდებოდათ, რომ მოეკითხეთ.
2. ობსესიური ფსიქოტიპები რამდენჯერაც მოგიკითხავენ, იმდენჯერ ელიან უკუ-მოკითხვას და ვაი თქვენს ურთიერთობას, ბალანსი თუ დაარღვიეთ.
3. ისტერიული ფსიქოტიპები გკითხულობენ, გკითხულობენ, გკითხულობენ, გკითხულობენ, სანამ სულს არ ამოგხდიან და თუ პასუხი ან უკუმოკითხვა დაგიგვიანდათ, მინიმუმ იმედგაცრუებული, მაქსიმუმ განრისხებული არიან და ყველაფერს ეცდებიან საპასუხოდ თქვენი განწყობის გასაფუჭებლად.
4. ნარცისტული ფსიქოტიპები უმეტესწილად თქვენგან ელიან მოკითხვას და რამდენჯერაც არ უნდა მოიკითხოთ, მაინც ეცოტავებათ.
5. შიზოიდური ფსიქოტიპები საერთოდ ვერ ხვდებიან, რა საჭიროა ამდენი უწი-პუწი და წვრილმანი ყურადღება, მთავარი ხომ მსოფლმხედველობრივი თანხვედრაა. წლის დასაწყისში რომ მოგიკითხეს, მათი აზრით, საკმარისზე მეტია, გააცნობიეროთ, რომ არსობრივად სულერთი არ ხართ მათთვის.
6. პარანოიდული ფსიქოტიპები ზედმეტად თუ მოიკითხე, დაეჭვებული არიან, რამეში ხომ არ გინდათ მათი ბოროტად გამოყენება და ნაკლებად თუ მოიკითხე, ეჭვიანობენ, სხვაში ხომ არ გაცვალეთ.
შერეული ფსიქოტიპები ხან ერთ ჩიტს აფრენენ და ხან სხვას.
ნათია ფანჯიკიძე
წელსაც გავიმეორებ", - წერს ხაზარაძე.