რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 8 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, უკრაინაში 8 490 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და და 14 244 დაშავდა. ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა.
„გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თვლის, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ფერხდება ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დაუდასტურებელია“, - აცხადებენ გაერო-ში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.